Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აშშ და ისრაელი იუნესკო-ს ტოვებენ
ambebi.ge
13 October 2017, 12:24
ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკო-ს ტოვებს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. ეს გადაწყვეტილება ასახავს აშშ-ის შეშფოთებას იუნესკოში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების საჭიროებით და ანტი ისრაელური მიკერძოებულობით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); წარმომადგენელმა, ჰეზერ ნაუერტმა.

გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა. აღსანიშნავია, რომ აშშ დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.

იუნესკო-ს გენერალურმა მდივანმა ირინა ბოკოვამ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.

აშშ-ის შემდეგ "იუნესკოდან" გასვლას ისრაელიც გეგმავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს "იუნესკოდან" გამოსვლა ამერიკასთან ერთად. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მანამდე კი, ორგანიზაციაში ისრაელის ელჩმა კარმელ შამა-კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ქვეყანამ ამერიკის მაგალითს უნდა მიბაძოს და საერთაშორისო ორგანიზაციის რიგები დატოვოს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი